საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ - აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით

ძვირფასო სტუდენტებო,

 

კიდევ ერთხელ, გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას!

 

ვიმედოვნებ, წარმატებული და ნაყოფიერი იქნება 2022-23 სასწავლო წელი. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.

ამ პოსტის საშუალებით გვსურს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია:

· როგორც თქვენთვის ცნობილია, 20 სექტემბერს დაიდო სასემინარო ჯგუფების ცხრილი. ასევე, უცხოენების განრიგი, სადაც მოცემულია უცხო ენის ლექტორთა სალექციო დრო და მათი საკონტაქტო ინფორმაცია.

https://tsu.ge/ka/faculty/287/იურიდიული%20ფაკულტეტი/page/ბაკალავრიატის-სასწავლო-განრიგი

· დღეს, 22 სექტემბერს, 17:00 საათზე დაიწყება სასემინარო ჯგუფების არჩევის პროცესი და ბაზა ღიაიქნება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში [29 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით].

· სასემინარო ჯგუფების ნაკადების დაბალანსების მიზნით, ზოგიერთ საგანში სალექციო ჯგუფს შესაძლოა დაემატოს ადგილები. ამდენად, გთხოვთ, იყავით ყურადღებით.

· შეგახსენებთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება - „prior in tempore, potior in iure“ (დროში პირველი, უფლებაში უპირატესი). ბაზაში ყველა სალექციო დისციპლინა გაიხსნება ერთდროულად. ამასთან, არც ერთი სტუდენტი არ დარჩებასავალდებულო საგანზე ან სასემინარო ჯგუფში რეგისტრაციის გარეშე.

· ამასთან, აკადემიური რეგისტრაციის პროცესში სასემინარო ჯგუფების ცვლილება მოხდება მხოლოდ გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში.

· კვლავაც გვსურს გთხოვოთ, თუ სასემინარო ჯგუფის რეგისტრაციისას შეგექმნათ რაიმე სახის პრობლემა, მოიწეროთ LMS ბაზის ახალი შეტყობინებებიდან, კატეგორია - „აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები“.

· სტუდენტებს, რომელთაც საგნის გაუმჯობესების ან დამატებითი სემესტრის რეგისტრაციის მოთხოვნა გამოგზავნილი გაქვთ LMS.TSU.GE-ის საშუალებით, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, საგანი ბაზაში გამოგიჩნდებათ ეტაპობრივად.

·  გარე მობილობით გადმოსული სტუდენტების საყურადღებოდ, გაცნობებთ, რომ აკადემიური რეგისტრაცია შეგეძლებათ თქვენი ჩარიცხვის ბრძანების მიღების შემდეგ. ბრძანების გამოცემამდე თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ სალექციო და სასემინარო ჯგუფში იაროთ, ხოლო ბრძანების გამოცემისთანავე, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან აკადემიური რეგისტრაციის გავლაში [საგნის არჩევაში].

 

კიდევ ერთხელ გვსურს მოგილოცოთ სასწავლო წლის დაწყება და გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს!

 

 

კეთილი სურვილებით,

თსუ იურიდიული ფაკულტეტი - უმაღლესი იურიდიული განათლების საუკუნოვანი ტრადიცია.

თარიღი: 22/09/2023